ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი სწორი ნაბიჯების შედეგად, ქვეყანაში ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს
ჩვენი სწორი ნაბიჯების შედეგად, ქვეყანაში ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
პრემიერ-მინისტრმა კომენტარი გააკეთა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე.
„მინდა, გამოვეხმაურო საქსტატის მაჩვენებლებს. მოგეხსენებათ, პარასკევს გამოქვეყნდა ოფიციალურად ივნისის თვის მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდის, რომელმაც შეადგინა 18,7%, ეს ადასტურებს, თუ რაოდენ მაღალი ტემპით მიმდინარეობს ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში და ეკონომიკის აღდგენა.
ჩვენს მოსახლეობას შევახსენებ, რომ ჩვენ მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგად ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს ქვეყანაში. აპრილში ჩვენ გვქონდა 45%-იანი ზრდა, მაისში 25%-იანი ზრდა, ახლა უკვე ივნისში დაფიქსირდა 18,7%, რაც რა თქმა უნდა არის ძალიან სასიხარულო ჩვენთვის. შესაბამისად, ექვსი თვის მაჩვენებელმა შეადგინა 12,6 % და ექვს თვეში ჩვენ გვქონდა ასეთი უპრეცედენტო ზრდა ეკონომიკის. მინდა, ასევე აღვნიშნოთ, რომ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ბიზნესს, რათა ახალი პროექტების დაფინანსებას ხელი შევუწყოთ. ამისთვის ნათია თურნავა 0დღეს წარმოადგენს შესაბამისად განახლებულ პაკეტს „აწარმოე საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.