ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი პარტია არის უალტერნატივო, ჩვენ ძალიან დემოკრატიულ, გამჭვირვალე არჩევნებს ჩავატარებთ
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი პარტია არის უალტერნატივო, ჩვენ ძალიან დემოკრატიულ, გამჭვირვალე არჩევნებს ჩავატარებთ

დღეს ჩვენი პარტია არის უალტერნატივო. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა არჩევნებს ვიგებთ ჩვენი ხალხის გვერდით დგომით, დახმარებით და ამ არჩევნებსაც ასევე მოვიგებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის რეიტინგზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება დემოკრატიულ, გამჭვირვალე არჩევნებს ჩაატარებს და საქართველო კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს.

„ოპოზიციამ იცის, რომ სასტიკად მარცხდება. მათ არ აინტერესებთ არც არჩევნები, არც არჩევნების შედეგები და წინასწარ იწყებენ სპეკულაციებსა და პროვოკაციებზე საუბარს. რა თქმა უნდა, ამასაც ჩვენ ძალიან მშვიდად და მტკიცედ ჩავამთავრებთ, ჩავატარებთ ძალიან დემოკრატიულ, გამჭვირვალე არჩევნებს და კიდევ ერთხელ საქართველო გაიმარჯვებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.