ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მთავრობის აქტიური მუშაობით საქართველომ მოიგო 2008 წლის ომთან დაკავშირებით ყველა საქმე სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მთავრობის აქტიური მუშაობით საქართველომ მოიგო 2008 წლის ომთან დაკავშირებით ყველა საქმე სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში

ჩვენი მთავრობის აქტიური მუშაობით საქართველომ მოიგო 2008 წლის ომთან დაკავშირებით ყველა საქმე სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში, რაც ჩვენი მთავრობისა და საჯარო მოხელეების დამსახურებაა და კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა ვუთხრა მათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ციხეებში 2011-2012 წლებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი საშუალოდ 146 იყო და 20-მდე არის შემცირებული.

„ასევე, იცით, რომ ჩვენი მთავრობის აქტიური მუშაობით საქართველომ მოიგო 2008 წლის ომთან დაკავშირებით ყველა საქმე სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობის დამსახურებაა და ჩვენი საჯარო მოხელეების დამსახურებაა. კიდევ ერთხელ მადლობა, მინდა, ვუთხრა მათ.

სიკვდილიანობის მაჩვენებელი ციხეებში საშუალოდ დაახლოებით 146 იყო 2011-2012 წლებში, 20-მდე არის შემცირებული, ამხელა ცვლილებაა.

და ძალიან ბევრი, კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, რომ ბევრი კეთდება, კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ. ახლა ახალი კოდექსის საბოლოო ვარიანტი გაეგზავნა პარლამენტს და ჩვენ დავიწყებთ მუშაობას ახალი კოდექსის მიღებაზე. ჩვენ, ასევე, მინდა ვთქვა, რომ პრობაციის ბიუროში სერიოზული ცვლილებები გვაქვს, ინოვაციური ტექნოლოგიური მოწყობილობების პრეზენტაცია მოხდა რამდენიმე თვის წინ. ე.წ. პრობოქსი აღჭურვილი არის თითის ანაბეჭდის და სახის ამოცნობის ტექნოლოგიებით.

მობილური სახლის, იუსტიციის სახლის ინოვაციური პროექტი განხორციელდება, რომელიც ასევე გაუმარტივებს ჩვენს მოქალაქეებს სერვისებზე ხელმისაწვდომობას. 470-მდე სერვისით სარგებლობა შეეძლება ჩვენს მოსახლეობას მთელი ქვეყნის მასშტაბით. რა თქმა უნდა, ასევე, გრძელდება იუსტიციის სახლების მშენებლობა, 117 სახლი არის აშენებული უკვე. ასევე, სამი წლის განმავლობაში ჩვენ დავასრულებთ მიწის სისტემურ რეგისტრაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. 59 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს უკვე დადგენილი გრაფიკის მიხედვით სამუშაოები და სამ წელში დასრულდება უკვე აღნიშნული პროექტი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.