ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მთავარი გამოწვევა არის ოკუპაციის დასრულება, ქვეყნის ტერიტორიები უნდა დავიბრუნოთ მშვიდობით, ჭკვიანური, პრაგმატული პოლიტიკით
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მთავარი გამოწვევა არის ოკუპაციის დასრულება, ქვეყნის ტერიტორიები უნდა დავიბრუნოთ მშვიდობით, ჭკვიანური, პრაგმატული პოლიტიკით

ჩვენი მთავარი გამოწვევა არის ოკუპაციის დასრულება, ჩვენ მშვიდობით, სწორი, ჭკვიანური, პრაგმატული პოლიტიკით უნდა დავიბრუნოთ  ქვეყნის ტერიტორიები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო.

მისივე თქმით, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს.

„ჩვენი მთავარი გამოწვევა არის ოკუპაციის დასრულება. ის, რომ რუსეთი ოკუპანტი და აგრესორი იყო, ჩვენ დიდი ხანია, ვიცოდით და ვიცით, მთელმა მსოფლიომ იცის. უბრალოდ, კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენ გაქვს შემუშავებული სწორი, მშვიდობიანი პოლიტიკა, რამაც უნდა მიიყვანოს ჩვენი ქვეყანა ქვეყნის დეოკუპაციამდე და ქვეყნის საბოლოო გამთლიანებამდე. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ მშვიდობით, სწორი, ჭკვიანური, პრაგმატული პოლიტიკით უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები. მე ამის ღრმად მჯერა, მწამს, ჩვენ ყოველდღე ამ დიდ მიზანს ვუახლოვდებით.

კიდევ ერთხელ გისამძიმრებთ ყველას ამ დიდ ტრაგედიას, ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნა იყოს და ქედს ვიხრი ჩვენი გმირების წინაშე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.