ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი გუნდისთვის ჩემი დავალებაა, რომ ჯარისთვის ყველაფერი საუკეთესო უნდა ვიყიდოთ
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი გუნდისთვის ჩემი დავალებაა, რომ ჯარისთვის ყველაფერი საუკეთესო უნდა ვიყიდოთ

ჩემი დევიზი გახლავთ ყველაფერი საუკეთესო ჯარს. ჩემი დავალებაა ჩვენი გუნდისთვის, რომ ყველაფერი საუკეთესო უნდა ვიყიდოთ ჩვენი ჯარისთვის და ისეთ მნიშვნელოვან ეროვნულ სამოსზე საუბარი, როგორიცაა ჩოხა, ვფიქრობ ძალიან უხერხულია, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა ჩოხების შესყიდვასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული შესყიდვის საკითხს ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციები მოჰყვა.

როგორც მინისტრმა განმარტა, ეროვნულ გვარდიას ჰყავს სპეციალური დანაყოფი, რომელიც მონაწილეობს სხვადასხვა ღონისძიებაში, მათ შორის უმაღლესი დონის ვიზიტებსა და უმაღლესი რანგის სტუმრების მიღებაში და ჩოხების შესყიდვა სწორედ აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილე დანაყოფისთვის მოხდა.

„რაც შეეხება ზოგადად ამ პოლიტიკურად ანგაჟირებულ საკითხზე ზოგადად სპეკულაციებს იმის თაობაზე, თუ რატომ ვიყიდეთ ჩოხები. ძალიან მდარე ხარისხის დეზინფორმაციაა და მოყვა ამას სპეკულაციები, რაც ძალიან სამწუხაროა ჩემთვის და კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, თუ როგორი დესტრუქციული ოპოზიცია გვყავს, ჩვენ საქართველოში და როგორი მავნებლური, ანტისახელმწიფოებრული, ანტიეროვნული ოპოზიცია გვყავს. ჩოხები რისთვის შევიძინეთ თავდაცვის სამინისტრომ? – მოგეხსენებათ რომ ეროვნულ გვარდიას ჰყავს სპეციალური დანაყოფი, რომელიც მონაწილეობს სხვადასხვა ღონისძიებაში, ცერომონიალში, როგორიცაა მაგალითად უმაღლესი დონის ვიზიტების დროს, უმაღლესი რანგის ვიზიტების დროს, სტუმრების დროს, დახვედრის ორგანიზებაში იღებს ეს დანაყოფი მონაწილეობას. ამას გარდა ჩვენი საამაყო გმირების სხვადასხვა ცერემონიალების დროს ხდება ამ დანაყოფის გამოყენება და მოგეხსენებათ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, არ გამოგვიცლია ეს ჩოხები. აქედან გამომდინარე, ცოტა მეუხერხულება ამ თემაზე განმარტების გაკეთება იმდენად წვრილმანი საკითხია, მაგრამ საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ განვმარტავ, ეს იყო ეროვნული გვარდიისთვის. ჩემი დევიზი გახლავთ ყველაფერი საუკეთესო ჯარს. ჩემი დავალებაა ჩვენი გუნდისთვის, რომ ყველაფერი საუკეთესო უნდა ვიყიდოთ ჩვენი ჯარისთვის და ისეთ მნიშვნელოვან ეროვნულ სამოსზე საუბარი, როგორიცაა ჩოხა, ვფიქრობ ძალიან უხერხულია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.