ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი 18 000 ჯარისკაცი იმყოფებოდა ერაყსა და ავღანეთში, 32 გმირი დავკარგეთ, დამსახურებაზე დაყრდნობილი პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ იქნება, მჯერა, ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი 18 000 ჯარისკაცი იმყოფებოდა ერაყსა და ავღანეთში, 32 გმირი დავკარგეთ, დამსახურებაზე დაყრდნობილი პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ იქნება, მჯერა, ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს

18 000 ჯარისკაცი იმყოფებოდა ერაყში და ავღანეთში მისიებით. ჩვენი 32 გმირი სამხედრო დავკარგეთ. სიცოცხლე გაიღეს ნატო-სთვის, მსოფლიო მშვიდობისთვის. ასეულობით ჩვენი გმირი ჯარისკაცი არის მძიმედ დაჭრილი. ვიყავი თავდაცვის მინისტრი, მქონდა და მაქვს შეხება ამ ადამიანებთან. ვიცი, რამხელა სიმძიმეს ატარებენ ეს ბიჭები. ზოგს ხელი აქვს დაკარგული, ფეხი და ასე შემდეგ, უამრავი ტრავმა მიიღეს, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის, რადგან ხელისუფლებამ გადაწყვიტა ეს, ასე იყო საჭირო. რაღაც მიზანი დავსახეთ, ვთქვით, რომ ეს არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია და წავიდნენ ვაჟკაცურად, ისევე როგორც ამას ყოველთვის ჩვენ, ქართველები ვაკეთებთ და თავი გაწირეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კანდიდატის სტატუსს იმსახურებს ქართველი ხალხი, ხელისუფლება, ქვეყანა.

„მახსოვს, მაშინ, როცა ჩამოვიდა საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, პირდაპირი თხოვნა გადმომცა, რომ იქნებ საქართველოს გაეგზავნა მისია ერაყში, ავღანეთში ასევე, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ეს იყო ევროკავშირის მისიით, ევროკავშირის ეგიდით მისია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ჩვენ მაშინ გვქონდა მსჯელობა და გადავწყვიტეთ, გავაგზავნეთ ერთი ასეული, თუ არ ვცდები, ეს იყო ძალიან განმსაზღვრელი, ძალიან მნიშვნელოვანი მისია შეასრულა ჩვენმა ჯარმა აფრიკაშიც. ერაყში 2000 კაცზე მეტი იყო, ჩვენი გმირი ჯარისკაცები. 18 000 ჯარისკაცი იმყოფებოდა ერაყში და ავღანეთში მისიებით. ჩვენი 32 გმირი სამხედრო დავკარგეთ. სიცოცხლე გაიღეს ნატო-სთვის, მსოფლიო მშვიდობისთვის. ასეულობით ჩვენი გმირი ჯარისკაცი არის მძიმედ დაჭრილი. მე ვიყავი თავდაცვის მინისტრი და მქონდა და მაქვს შეხება ამ ადამიანებთან. ვიცი, რამხელა სიმძიმეს ატარებენ ეს ბიჭები. ზოგს ხელი აქვს დაკარგული, ფეხი და ასე შემდეგ, უამრავი ტრამვა მიიღეს, რისთვის, მეგობრებო? ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის, რადგან ხელისუფლებამ გადაწყვიტა ეს, ასე იყო საჭირო. რაღაც მიზანი დავსახეთ, ვთქვით, რომ ეს არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია და წავიდნენ ვაჟკაცურად, ისევე როგორც ამას ყოველთვის ჩვენ, ქართველები ვაკეთებთ და თავი გაწირეს. კრიტიკულ დროს მე ამას ვახსენებ ყოველთვის და ყოველთვის შევახსენებ ჩვენს მეგობრებს. ჩვენ უკან არ ვიხევთ არასოდეს, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. ჩვენ, კიდევ ვიმეორებ, ჩვენი შედეგებით, ჩვენი მუშაობით, ჩვენი მიღწევებით, განვლილი გზით ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს. რა თქმა უნდა, ძალიან გულსატკენი იყო ის განცხადება, რომელიც მოვისმინეთ შარშან, ზოგმა გეოგრაფია დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ, ზოგმა რაღაც, ანუ დამსახურებაზე დაყრდნობილი პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ იქნება, მე მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ამას იმსახურებს, კიდევ ვიმეორებ, ჩვენი ხალხი, ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა პრემიერმა.