ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ გვყავს ღირსეული კანდიდატი, გოგა გულორდავა, რომელსაც უპირისპირდება ყველაზე ანტიეროვნული და სახელმწიფოს მტერი, ორგანიზაცია „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ გვყავს ღირსეული კანდიდატი, გოგა გულორდავა, რომელსაც უპირისპირდება ყველაზე ანტიეროვნული და სახელმწიფოს მტერი, ორგანიზაცია „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი

ჩვენი ამოცანაა, გოგა გულორდავამ, ჩვენმა კანდიდატმა მოიგოს ძალიან დიდი უპირატესობით ამ არჩევნებში, რათა ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ დაწყნარდეს, დამშვიდდეს და ჩვენს ხალხს მიეცეს საშუალება იმისა, რომ რეალურად, მთავრობამ იზრუნოს მათი პრობლემების მოგვარებაზე, გადაჭრაზე, განვითარებასა და პროგრესზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წალენჯიხაში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გოგა გულორდავას უპირისპირდება ყველაზე ანტიეროვნული და სახელმწიფოს მტერი, ორგანიზაცია „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი.

„ვაგრძელებთ აქტიურ შეხვედრებს ჩვენს საარჩევნო შტაბებთან. ახლა ვიმყოფებოდი წალენჯიხაში და შევხვდი ჩვენს საარჩევნო შტაბს. ძალიან ძლიერი განწყობაა. ამოგეხსენებათ, აქ მეორე ტური გაიმართება. ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი, ბატონი გოგა გულორდავა, რომელსაც უპირისპირდება ყველაზე ანტიეროვნული და სახელმწიფოს მტერი, ორგანიზაცია „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი. ჩვენი ხალხი ბრძენია და ხალხმა ძალიან კარგად იცის, რა არჩევანი უნდა გააკეთოს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, ოცივე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ ძლიერად. ჩვენი ამოცანაა, რომ გოგამ, ჩვენმა კანდიდატმა მოიგოს ძალიან დიდი უპირატესობით ამ არჩევნებში, რათა ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ დაწყნარდეს, დამშვიდდეს და ჩვენს ხალხს მიეცეს საშუალება იმისა, რომ რეალურად, მთავრობამ იზრუნოს მათი პრობლემების მოგვარებაზე, გადაჭრაზე, განვითარებასა და პროგრესზე. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი, რომ მეორე ტურების შემდეგ, დასრულდეს ყოველგვარი დისკურსი, ლაპარაკი სააკაშვილზე, „ნაცმოძრაობაზე“ და გადავიდეთ მხოლოდ განვითარებაზე, პროგრესზე, მუშაობაზე. ეს არის ჩვენი მთავარი საზრუნავი“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დატოვე კომენტარი