ირაკლი ღარიბაშვილი - ჩინეთი ცდილობს მედიაციას უკრაინასა და რუსეთს შორის, მივესალმები ნებისმიერ ძალისხმევას ნებისმიერი ქვეყნის ლიდერისგან, რომელიც მშვიდობისკენ უბიძგებს ქვეყნებს
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩინეთი ცდილობს მედიაციას უკრაინასა და რუსეთს შორის, მივესალმები ნებისმიერ ძალისხმევას ნებისმიერი ქვეყნის ლიდერისგან, რომელიც მშვიდობისკენ უბიძგებს ქვეყნებს

ჩინეთი ცდილობს მედიაციას უკრაინასა და რუსეთს შორის. მივესალმები ნებისმიერ ძალისხმევას ნებისმიერი ქვეყნისგან, რომელიც მშვიდობისკენ უბიძგებს ქვეყნებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ჩინეთთან კარგი ურთიერთობა აქვს.

„ჩინეთთან მიმართებით ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს. თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გვაქვს, ვზრდით ვაჭრობასა და ეკონომიკურ ურთიერთობებს ჩინეთთან. ჩინეთი ამ კრიზისის განმავლობაში ცდილობს მედიაციას უკრაინასა და რუსეთს შორის. მგონი, ძალიან ჭკვიანური მიდგომაა. ნამდვილად მივესალმები ნებისმიერ ძალისხმევას ნებისმიერი ქვეყნისგან, ნებისმიერი ლიდერისგან, რომელიც მშვიდობისკენ, მოლაპარაკებებისკენ უბიძგებს ქვეყნებს და გარკვეულ ძალისხმევას განახორციელებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კითხვაზე, მხარს უჭერს თუ არა ჩინეთის ინიციატივას, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა: „მე ზოგადად ვამბობ. მე მშვიდობის ადამიანი ვარ, სტაბილურობისა და მოლაპარაკებების მჯერა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.