ირაკლი ღარიბაშვილი - ბოლო 10 წლის განმავლობაში, დაცული ტერიტორიების ფართობი ორჯერ გაიზარდა, 100 დაცული ტერიტორიის საერთო ფართობი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 13%-ია
ირაკლი ღარიბაშვილი - ბოლო 10 წლის განმავლობაში, დაცული ტერიტორიების ფართობი ორჯერ გაიზარდა, 100 დაცული ტერიტორიის საერთო ფართობი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 13%-ია

ორჯერ გაიზარდა დაცული ტერიტორიების ფართობი ბოლო 10 წლის განმავლობაში. 100 დაცული ტერიტორიის საერთო ფართობი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 13%-ია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, 2012 წელს აღდგენილი იყო 100 ჰა-მდე ტყის ფართობი, წელს 40-ჯერ, ანუ 4000 ჰა-მდე გაიზარდა აღდგენილი ტყის ფართობი.

„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის მიმართულებით მთავრობის მიერ განხორციელებული სამუშაო. ჩვენ ბიუჯეტი გავახუთმაგეთ ამ მიმართულებითაც.

2-ჯერ გაიზარდა დაცული ტერიტორიების ფართობი ბოლო 10 წლის განმავლობაში. 100 დაცული ტერიტორიის საერთო ფართობი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 13%-ია.

ახლა ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ 1200 კმ-ამდე სიგრძის საფეხმავლო ბილიკებისა და  და ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე 15 დაცულ ტერიტორიაზე, რაც მნიშვნელოვანი ატრაქცია იქნება ჩვენი მოქალაქეებისა და ტურისტებისათვის.

2012 წელს აღდგენილი იყო 100 ჰა-მდე ტყის ფართობი, წელს 40-ჯერ, ანუ 4000 ჰა-მდე გაიზარდა აღდგენილი ტყის ფართობი”, – განაცხადა პრემიერმა.