ირაკლი ღარიბაშვილი - ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივი აზროვნების, სახელმწიფოებრივი საქციელის კარგი მაგალითი და უმაღლესი სტანდარტია
ირაკლი ღარიბაშვილი - ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივი აზროვნების, სახელმწიფოებრივი საქციელის კარგი მაგალითი და უმაღლესი სტანდარტია

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივი აზროვნების, სახელმწიფოებრივი საქციელის კარგი მაგალითი და უმაღლესი სტანდარტია, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მინისტრი ბიძინა ივანიშვილის მიერ პარტიის თავმჯდომარის პოსტისა და პოლიტიკის დატოვების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„ალბათ ისტორიაში უნდა გაიმიჯნოს მისი ქველმოქმედებითი საქმიანობა და მისი პოლიტიკური მოღვაწეობა. ეს არის ადამიანი, რომელმაც გადადგა უპრეცედენტო ნაბიჯი და გვასწავლა უმაღლესი სტანდარტი სახელმწიფოებრივი ქცევისა. მის მოღვაწეობას სჭირდება მრავალი წელი იმისთვის, რომ ჩვენმა ხალხმა კიდევ ერთხელ კარგად შევაფასოთ და შემდეგ დავაფასოთ მისი ეს საქმიანობა. დღევანდელი გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ იგი თავად მართავდა ძალაუფლებას და თავად თქვა მასზე უარი.

რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ჩვენი ქვეყანა ვერ გათავისუფლდებოდა იმ მჩაგვრელი, მოძალადე რეჟიმისგან, რომელიც სულ რაღაც 10 წლის წინ ქვეყანაში იყო დამყარებული. აქედან გამომდინარე, მე ვუერთდები ჩემი კოლეგების შეფასებებს და მადლიერების გრძნობით მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო ბიძინა ივანიშვილის მოღვაწეობა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ღია წერილი დღეს გამოაქვეყნა.