ირაკლი ღარიბაშვილი – ბელგიის მიერ 20 ივლისის გლოვის დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით, საქართველო თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს
ბელგიის მიერ 20 ივლისის გლოვის დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით, საქართველო თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს, დაშავებულებს კი, სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„ღრმად ვარ დამწუხრებული დასავლეთ ევროპაში კატასტროფული წყალდიდობით გამოწვეული ტრაგიკული მოვლენებითა და ადამიანთა განსაცდელით. ბელგიის მიერ 20 ივლისის გლოვის დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით, საქართველო გულწრფელ თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
Deeply saddened to see the tragic loss of lives and suffering caused by the catastrophic floods in Western Europe. As #Belgium declares July 20th a national day of mourning🇬🇪sends its sincerest condolences to the families of the victims & wishes a quick recovery to those injured.
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) July 16, 2021