ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე იმყოფებოდა
ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე იმყოფებოდა.

მისი თქმით, ხელისუფლება დაზარალებულებს მაქსიმალურად გვერდში დაუდგება.

„მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ოჯახებს, რომელთაც დაკარგეს ოჯახის წევრები. დიდი ტრაგედიაა ყველასთვის. აჭარის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, ჩვენ, ცენტრალური ხელისუფლება მაქსიმალურად გვერდში დავუდგებით იმისთვის, რომ მაქსიმალურად დროულად ყველას გადაეცეს საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში. მას გარდა, მიიღებენ ფულად კომპენსაციებსაც, რათა შესაბამისი პირობები მოაწყონ საკუთარ სახლებში.

ჩვენ ვგეგმავთ, კიდევ უფრო გავამკაცროთ რეგულაციები. საერთოდ ნებართვის გაცემის პროცედურები უნდა გაკონტროლდეს მკაცრად და ასეთი შეცდომა მეორედ აღარ უნდა იყოს დაშვებული.

მოგეხსენებათ, რომ პოლიციამ უკვე დააკავა სამი პირი, რომელიც იკვეთება ამ ტრაგედიაში, დავარქვათ ამას გულგრილობა თუ გაუფრთხილებლობა, ამას ბუნებრივია, გამოძიება გასცემს პასუხს, მაგრამ მინდა ვთქვა,რომ ჩვენი მთავრობა ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ოჯახებს გვერდით დავუდგეთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.