ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში ილჰამ ალიევს შეხვდება
ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში ილჰამ ალიევს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა.

ოფიციალური ვიზიტის პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან გაიმართება. ილჰამ ალიევი ირაკლი ღარიბაშვილს „ზაგულბას“ სასახლეში უმასპინძლებს.

დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ალი ასადოვთან.

პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილიმეჯლისის თავმჯდომარესთან, საჰიბა გაფაროვასთან.

ოფიციალურ დელეგაციაში პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი პირისპირ შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან.