ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის გენერალურ პროკურორს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის გენერალურ პროკურორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აზერბაიჯანის გენერალურ პროკურორს კამრან ალიევს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და სხვადასხვა სფეროში  ნაყოფიერ თანამშრომლობას შეეხო. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას.

ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე უსაფრთხოების მიმართულებით და ხაზი გაესვა ამ კუთხით ქვეყნებს შორის შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი ესწრებოდნენ.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.