ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანელ კოლეგას ხვდება

16:12, 29.09.2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანელ კოლეგას, ალი ასადოვს ხვდება.

ირაკლი ღარიბაშვილისა და ალი ასადოვის ხელმძღვანელობით გაიმართება აზერბაიჯანი-საქართველოს მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომელიც ათი წელია არ შემდგარა.

სხდომაში მონაწილეობას ქართული დელეგაციიდან მიიღებენ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

მსგავსი