ირაკლი ღარიბაშვილი - არჩილ ტატუნაშვილმა სიცოცხლე გაიღო სამშობლოს დასაცავად, ვიყენებთ ყველა საერთაშორისო-სამართლებრივ ბერკეტს, რათა მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს ყველა, ვისაც ბრალი მიუძღვის მის სიკვდილში
ირაკლი ღარიბაშვილი - არჩილ ტატუნაშვილმა სიცოცხლე გაიღო სამშობლოს დასაცავად, ვიყენებთ ყველა საერთაშორისო-სამართლებრივ ბერკეტს, რათა მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს ყველა, ვისაც ბრალი მიუძღვის მის სიკვდილში

თითოეულ ჩვენგანს მუდამ გვემახსოვრება არჩილ ტატუნაშვილის გმირული თავგანწირვა, მის მაგალითზე აღიზრდებიან მომავალი თაობები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

ღარიბაშვილის თქმით, ყველა საერთაშორისო-სამართლებრივ ბერკეტს იყენებენ, რათა მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს ყველა, ვისაც ბრალი მიუძღვის ტატუნაშვილის  სიკვდილში.

ირაკლი ღარიბაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო.

„დღეს არჩილ ტატუნაშვილი 39 წლის გახდებოდა. არჩილმა ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე გაიღო სამშობლოსა და ღირსების დასაცავად. თითოეულ ჩვენგანს მუდამ გვემახსოვრება მისი გმირული თავგანწირვა, მის მაგალითზე აღიზრდებიან მომავალი თაობები.

ჩვენ ყველა საერთაშორისო-სამართლებრივ ბერკეტს ვიყენებთ იმისთვის, რომ მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს ყველა, ვისაც ბრალი მიუძღვის მის სიკვდილში. ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქესთან ერთად, პატივს მივაგებ დიდი მამულიშვილის ნათელ ხსოვნას“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.