ირაკლი ღარიბაშვილი - არჩევნები უნდა მოვიგოთ ძლიერად, დამაჯერებლად და მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს იყო ჩემი მთავარი გზავნილი ჩვენს პარტიასთან
ირაკლი ღარიბაშვილი - არჩევნები უნდა მოვიგოთ ძლიერად, დამაჯერებლად და მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს იყო ჩემი მთავარი გზავნილი ჩვენს პარტიასთან

არჩევნებს რომ „ქართული ოცნება“ იგებს, კითხვა არ არსებობს, მაგრამ საკითხი არის ასე, რომ ეს არჩევნები უნდა მოვიგოთ ძლიერად, დამაჯერებლად და მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა, სადაც პარტიულ აქტივთან შეხვედრა გამართა.

მისი თქმით, პარტიული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბარი საარჩევნო კამპანიის დაწყებას ეხებოდა.

„ჩვენ დღეს დავიწყეთ შეხვედრები რეგიონებში. პირველი შეხვედრა გავმართე აჭარაში. ორი კვირის წინ დავაანონსე, რომ 100 დღის განმავლობაში ათ რეგიონში გავმართავდი პარტიულ ღონისძიებებს და პირველი შეხვედრა დავიწყეთ აჭარით. დღეს შევხვდი პარტიული ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ხელმძღვანელებს, ჩვენს პარტიულ აქტივს. ვისაუბრეთ საარჩევნო კამპანიის დაწყებაზე. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთავარი ამოცანა არის ამ არჩევნების ძლიერად მოგება. ამ არჩევნებს რომ „ქართული ოცნება“ იგებს, კითხვა არ არსებობს, მაგრამ საკითხი არის ასე, რომ ეს არჩევნები უნდა მოვიგოთ ძლიერად, დამაჯერებლად და მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს იყო ჩემი მთავარი გზავნილი ჩვენს პარტიასთან და, რა თქმა უნდა, ძალიან მაგარი განწყობაა. მაქსიმალური მობილიზება უნდა გავაკეთოთ ახლა ყველგან, ყველა რეგიონში და ამას ემსახურება ჩემი გასვლითი ღონისძიებები, შეხვედრები რეგიონებში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.