ირაკლი ღარიბაშვილი - არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება საქართველოში, ამას არ დავუშვებთ, გავაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეებისა და სახელმწიფოს დაცვას
ირაკლი ღარიბაშვილი - არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება საქართველოში, ამას არ დავუშვებთ, გავაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეებისა და სახელმწიფოს დაცვას

ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური მოლოდინი, იმის მიუხედავად, რაც ხდება უკრაინაში – უბედურება, ტრაგედია, ომი; ამიტომ, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა და ხელი შევუწყოთ განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება და ხელისუფლება განაგრძობს სახელმწიფოსა და მოქალაქეების დაცვას.

„არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება საქართველოში, ჩვენ ამას არ დავუშვებთ და გავაგრძელებთ საკუთარი მოქალაქეებისა და სახელმწიფოს დაცვას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.