ირაკლი ღარიბაშვილი - არარსებული ამბავი გამოიგონეს, სრული ტყუილი, თითქოს ჩემი დავალებით სამეგრელოში ვაპირებდით სპეცრაზმის გაგზავნას და სადამსჯელო ოპერაციების ჩატარებას
ირაკლი ღარიბაშვილი - არარსებული ამბავი გამოიგონეს, სრული ტყუილი, თითქოს ჩემი დავალებით სამეგრელოში ვაპირებდით სპეცრაზმის გაგზავნას და სადამსჯელო ოპერაციების ჩატარებას

არარსებული ამბავი გამოიგონეს, სრული ტყუილი, თითქოს ჩვენ ვაპირებდით და ჩემი დავალებით ვაპირებდით, სპეცრაზმის გაგზავნას სამეგრელოში, სადამსჯელო ოპერაციების ჩატარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ცაგერში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ძალადობის დრო ქვეყანაში დამთავრებულია და რევოლუციას და არეულობას ვერავინ ვერ მოაწყობს.

„მოსახლეობას მინდა, ავუხსნა სრული პასუხისმგებლობით და ამასთან დაკავშირებით გააკეთეს კომენტარი, გაავრცელეს განცხადებაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. გუშინ ღამე, თუ მიაქციეთ ყურადღება, მოსახლეობას მივმართავ, ჩვენს საზოგადოებას, სრული ისტერია, პანიკა დათესეს ერთ-ერთმა ყველაზე ბინძურმა პროვოკატორმა გვარამიამ, მელიამ და ყველა ამ მართლაც ქაოსის შემომტანმა ადამიანებმა. არარსებული ამბავი გამოიგონეს, სრული ტყუილი, რომ თითქოს ჩვენ ვაპირებდით და ჩემი დავალებით ვაპირებდით სპეცრაზმის გაგზავნას სამეგრელოში, სადამსჯელო ოპერაციების ჩატარებას. ასეთი ტყუილებით მართავდნენ თქვენი ხელმძღვანელები ქვეყანას. ძალადობის დრო ქვეყანაში არის დამთავრებული. რევოლუციას და არეულობას ვერავინ ვერ მოაწყობს. ეს უკავშირდებოდა, რა თქმა უნდა, იმას, რომ დაძაბონ სამეგრელოს მოსახლეობა. ჩვენ ჩასულები ვიყავით რამდენიმე დღის წინ და იქ მხოლოდ სიმართლე ვილაპარაკე. არაფერი არ მილაპარაკია ფაქტების გარდა, მხოლოდ ფაქტები შევახსენე მოსახლეობას. ახლაც ფაქტებით ვლაპარაკობ, როგორ მართავდნენ ჩვენს ქვეყანას მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ამ ძალადობაზე ვლაპარაკობდი.

ადამიანი, თავისი გარყვნილი გონებიდან გამომდინარე როგორ აზროვნებს, ალბათ თვითონ როგორ იმოქმედებდნენ და რას დაგეგმავდნენ, აქედან გამომდინარე ააგეს ეს აბსურდული რაღაც პანიკა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.