ირაკლი ღარიბაშვილი - არ მაქვს ინფორმაცია, რას აპირებს გიორგი გახარია
ირაკლი ღარიბაშვილი - არ მაქვს ინფორმაცია, რას აპირებს გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გიორგი გახარიას სამომავლო პოლიტიკური გეგმები მისთვის უცნობია.

„ჩვენი მთავრობის დროს, რვა წლის განმავლობაში გიორგი გახარია იყო ჯერ ბიზნესომბუდსმენი, შემდეგ ეკონომიკის მინისტრი, შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი, პრემიერ-მინისტრი, 8 წელი იყო მთავრობის წევრი. არ მაქვს ინფორმაცია, თუ რას აპირებს.დაელოდეთ, ჯერ მოვუსმინოთ კაცს, რას, როგორ იტყვის და შემდეგ ვიტყვით ჩვენს შეფასებას“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.