ირაკლი ღარიბაშვილი - არ მაინტერესებს არც თმის ფერი, არც ორიენტაცია, ყველას მიმართ, ვინც ხელს აღმართავს ჩვენს პოლიციაზე, სახელმწიფო იქნება დაუნდობელი და უკომპრომისო, ეს დაიმახსოვრეთ 
ირაკლი ღარიბაშვილი - არ მაინტერესებს არც თმის ფერი, არც ორიენტაცია, ყველას მიმართ, ვინც ხელს აღმართავს ჩვენს პოლიციაზე, სახელმწიფო იქნება დაუნდობელი და უკომპრომისო, ეს დაიმახსოვრეთ 

მინდა, გითხრათ, არ მაინტერესებს არც თმის ფერი, არც ორიენტაცია და არც არაფერი საერთოდ, ყველას მიმართ, ვინც ხელს აღმართავს ჩვენს პოლიციაზე, სახელმწიფო იქნება დაუნდობელი და უკომპრომისო, ეს დაიმახსოვრეთ ყველამ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური მოხსენებისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება ქაოსს და ანარქიას არ დაუშვებს ქვეყანაში.

„თქვენ ახსენეთ ახალგაზრდებთან დაკავშირებით, თითქოს მე ვიღაცა თმის ფერის გამო გავაკრიტიკე, რას ნიშნავს, ახლა მთავარი მინდა, გითხრათ, არ მაინტერესებს არც თმის ფერი, არ მისი ორიენტაცია და არც არაფერი საერთოდ, ყველას მიმართ, ვინც ხელს აღმართავს ჩვენს პოლიციაზე, სახელმწიფო იქნება დაუნდობელი და უკომპრომისო, აი, ეს დაიმახსოვრეთ ყველამ. არ მაინტერესებს არავის არც თმის ფერი და არაფერი. გამოვიდა, პოლიციას პირდაპირ „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა და ცოცხლად დაწვა გადაწყვიტა ვიღაც ბინძურმა, არ მაინტერესებს ვინც არის, ამას გეტყვით აღშფოთებით, მე აქ ვიქნები აბსოლუტურად შეუვალი და უკომპრომისო. არავის ვაპატიებთ ასეთ რაღაცას, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ ხელის აღმართვა, ეს კარგად დაიმახსოვროს ყველამ.

ახლა გამოვიდნენ, დაიცვან, რატომ არ იცავენ, რატომ არ გამოყავთ ციხიდან, ვერავინ გამოიყვანს და ვერავინ აპატიებს ამ მძიმე დანაშაულს. რა შუაშია თმის ფერი, ვინმეს ორიენტაცია, ჩვენ ეს არ გვითქვამს ამ კონტექსტში. აქ რამდენჯერმე გამოვიდნენ სხვები, თქვეს, რომ სატანისტები უძახა ახალგაზრდებსო, ეს არის დიდი ტყუილი. მე ვთქვი შემდეგი რაღაც და ამაზე პასუხისმგებელი ვარ, რამდენიმე ახალგაზრდა-მეთქი, თქვენ ამოწიეთ ჩემი ინტერვიუ და გაძლევთ სიტყვას, ასე იყო. მართლა დავინახე მე, გავეცანი მასალებს პოლიციიდან და საგამოძიებო სამსახურებიდან, ჩვენ თვითონ დავინტერესდით, ვინ იყვნენ ეს ადამიანები რაღაც გაურკვეველი ფორმებით და ა.შ. გავარკვიეთ, რომ არსებობს სექტები და გარკვეული ტვინარეული, გზააბნეული ერის შვილები, დავარქვათ ასე. ეს ახალგაზრდა შეიძლება, ამ ანარქისტების ჯგუფის წევრი იყო. არ მაინტერესებს, ახალგაზრდაა, ძველგაზრდაა, ვინ არის. მთავარი გითხარით და დაიმახსოვროს ყველამ კარგად, რომ ჩვენ არ დავუშვებთ ქაოსს და ანარქიას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ახალგაზრდების ეს ჯგუფი, დიდი ალბათობით, შეცდომაში შეიყვანეს, გამოიყენეს და ჩარჩნენ ციხეში.

„გამოძიება მიმდინარეობს, გაგრძელდება ბოლომდე, ჩვენ ვაკვირდებით ყველას და ყველაფერს. ვინმეს ილუზია არ ჰქონდეს არაფრის. სხვა მოტივაცია არ გაგვაჩნია, ჩვენ დისკრიმინაციული მიდგომები არ გვაქვს არცერთი მოქალაქის მიმართ, მით უმეტეს, რატომ უნდა გვქონდეს დისკრიმინაციული მიდგომა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ასეთ დანაშაულს ჩაიდენს? სად არის ლოგიკა და სად არის სამართალი მაშინ? ამაზეა საუბარი, ეს ანარქისტული ორგანიზაციები შექმნეს, „ფრანკლინის კლუბი“ დაარქვეს, ამ დროს რეალურად იყო ლევან რამიშვილის კლუბი, „კმარას“ კლუბი და დაარქვეს „ფრანკლინის კლუბი“, ვითომ ასოციაცია გაუჩნდეს ახალგაზრდას ამერიკასთან და ბენჟამინ ფრანკლინთან, ესეც ხომ მორიგი ფანდი და სიცრუე იყო, რომელიც ჩამოგემსხვრათ და ხუხულასავით დაიშალა, რადგან მანდ არავითარი ხელმოსაკიდი სიმართლე არ იყო. სად არის, აბა, დღეს „ფრანკლინის კლუბი?“ სად არის თქვენი ანარქისტული ორგანიზაციები? რატომ არ აქტიურობთ და რატომ არ იცავთ, რომ გამოიყენეთ და მიაგდეთ მერე ეს ახალგაზრდები? ასროლინეს „მოლოტოვის კოქტეილები“. ჩვენ ჩატები გავხსენით, მთელი ინფორმაციები გვაქვს. რა გგონიათ, რომ აქ ვიღაცები რაღაცებს გეგმავენ და ჩვენ არაფერი ვიცით? ყველაფერი ვიცით და ყველაფერი კონტროლის ქვეშ არის, როცა საქმე უკანონო საქმიანობას ეხება. გამოძიების ფარგლებში ამოღებულ იქნა და ამის თაობაზე ინფორმაციები არსებობს. ეს თქვენი საქმე არ არის, ვისი ჩატები გავხსენით. ამიტომ წყნარად იყავით, მშვიდად გააგრძელეთ ცხოვრება“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.