ირაკლი ღარიბაშვილი - ახლა გვაქვს მშვიდობიანი განვითარების სამწლიანი პერიოდი, მოვუწოდებ მათ შორის ოპოზიციასაც, ეს გავაცნობიეროთ, მთავრობა მზად არის კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის
ირაკლი ღარიბაშვილი - ახლა გვაქვს მშვიდობიანი განვითარების სამწლიანი პერიოდი, მოვუწოდებ მათ შორის ოპოზიციასაც, ეს გავაცნობიეროთ, მთავრობა მზად არის კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის

ახლა გვაქვს მშვიდობიანი განვითარების სამწლიანი პერიოდი. მოვუწოდებ ყველას, მათ შორის ოპოზიციას, ეს კარგად გავაცნობიეროთ, მთავრობა მზად არის კონსტრუქციულ რეჟიმში თანამშრომლობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი უნდა იყოს სახელმწიფოს, ხალხის, და არა ვიწროპარტიული ინტერესები.

„კარგად გვესმის, რომ ოპოზიციისთვის რთულად მისაღები მორიგი მარცხი იყო, მაგრამ როდესაც ხალხი რვაჯერ გეუბნება უარს და მარცხდები არჩევნებში, ეს ბევრ რამეს ნიშნავს და ალბათ ეს მათთვის უნდა იყოს მორიგი გაკვეთილი. ჩვენ ახლა გვაქვს სამი წელი მშვიდობიანი განვითარების პერიოდი. კიდევ ერთხელ, მინდა მოვუწოდო ყველას, მათ შორის ოპოზიციას, ეს კარგად გავაცნობიეროთ. დადგა დრო, პირადი, ვიწროპარტიული ინტერესები არ დავაყენოთ ქვეყნის ინტერესებზე მაღლა. ჩვენთვის მთავარი უნდა იყოს სახელმწიფოს, ხალხის, და არა ვიწროპარტიული ინტერესები. ამიტომ, თუ ოპოზიციას სურს საქმეზე რეალური დებატების გამართვა, ამისთვის ადგილი არის პარლამენტი. ჩვენ – მთელი მინისტრთა კაბინეტი, მთავრობა, მზად ვართ, კონსტრუქციულ რეჟიმში ვითანამშრომლოთ ოპოზიციასთანაც, ვინაიდან ეს არის ჩვენი საერთო ქვეყანა. ჩვენი გამარჯვება არის საერთო გამარჯვება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.