ირაკლი ღარიბაშვილი - აფხაზეთის ომში დაღუპული 11 გმირის ნეშტი დავუბრუნეთ ოჯახებს, კიდევ ერთხელ ჩემი სამძიმარი მათ
ირაკლი ღარიბაშვილი - აფხაზეთის ომში დაღუპული 11 გმირის ნეშტი დავუბრუნეთ ოჯახებს, კიდევ ერთხელ ჩემი სამძიმარი მათ

აფხაზეთის ომში დაღუპული 11 ჩვენი გმირის ნეშტი დავუბრუნეთ მათ ოჯახებს, კიდევ ერთხელ მინდა, ჩემი სამძიმარი ვუთხრა დაღუპულების ოჯახის წევრებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსვენებული 11 პირის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.

პრემიერ-მინისტრმა „წითელ ჯვარს“ და ნეშტების გადმოსვენების პროცესში ჩართულ ყველა პირს მადლობა გადაუხადა.

„პირველ რიგში, მინდა, ვთქვა, რომ უკვე წლებია, „წითელ ჯვართან“ ერთად ვახორციელებთ ჩვენი გმირების გადმოსვენებას საქართველოში, ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. მოგეხსენებათ, ვიდრე აღვადგენთ კონტროლს აფხაზეთსა და ცხინვალში, მანამდე გვჭირდება ჩვენი პარტნიორების ჩართულობა. „წითელ ჯვარს“ ამ კუთხით აქვს ძალიან, მე ვიტყოდი, ფასდაუდებელი როლი და მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში. ჩვენ 11 ჩვენი გმირის ნეშტი დავუბრუნეთ მათ ოჯახებს, მათი ოჯახების წევრებს და კიდევ ერთხელ მინდა, ჩემი სამძიმარი ვუთხრა მათ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.