ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ეკონომიკის სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი, რომლის თანახმად, მეზღვაურების საქმიანობა უფრო დაფასდება და გამარტივდება
ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ეკონომიკის სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი, რომლის თანახმად, მეზღვაურების საქმიანობა უფრო დაფასდება და გამარტივდება

მეზღვაურებისთვის გვაქვს ასევე ძალიან კარგი ინიციატივა და ბატონი ლევან დავითაშვილის უწყებამ მოამზადა აღნიშული კანონპროექტი. მეზღვაურების საქმიანობა არის მხარდაჭერილი მთავრობის მიერ, ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი კარგი რეფორმა განვახორციელეთ მათთვის და ახლაც, დღევანდელი ინიციატივით, კიდევ უფრო მეტად დავაფასებთ და გავუმარტივებთ მათ საქმიანობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მიერ გაცემულ საბუთებს მეზღვაურები გამოიყენებენ 73 საზღვაო სახელმწიფოში, მათ შორის, ევროკავშირის 20 წევრი ქვეყანა აღიარებს საქართველოს მიერ გაცემულ მეზღვაურთა სერთიფიკატებს.

„აქვე მინდა, შევახსენო ყველას, რომ საქართველოს მიერ გაცემულ საბუთებს მეზღვაურები გამოიყენებენ 73 საზღვაო სახელმწიფოში, მათ შორის ევროკავშირის 20 წევრი ქვეყანა აღიარებს საქართველოს მიერ გაცემულ მეზღვაურთა სერთიფიკატებს და მათ საბუთებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.