ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ 300-მდე დევნილ ოჯახს საცხოვრებელ ფართებს სიმბოლურ ფასად გადასცემენ 
ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ 300-მდე დევნილ ოჯახს საცხოვრებელ ფართებს სიმბოლურ ფასად გადასცემენ 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დევნილების დახმარებას განაგრძობენ.

როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, 300-მდე დევნილ ოჯახს საცხოვრებელ ფართებს სიმბოლურ ფასად გადასცემენ.

„300-მდე დევნილ ოჯახს გადავცემთ და დავუკანონებთ ფართებს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.