ირაკლი ღარიბაშვილი – 30 მილიონ ლარამდე ვაფინანსებთ დიაბეტის მქონე ყველა ბავშვს, წელს კიდევ უფრო გავაფართოვეთ ეს სერვისები, ანალიზებსა და მკურნალობას, ყველაფერს სრულად ვაფინანსებთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის მოქმედ პროგრამასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დიაბეტის მქონე ყველა ბავშვი 30 მილიონ ლარამდე ფინანსდება.
ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს.
„მინდა, რამდენიმე სიტყვით გამოვეხმაურო დიაბეტის მქონე ბავშვების პროგრამას. დაახლოებით 30 მილიონ ლარამდე ვაფინანსებთ ყველა ბავშვს. წელს უფრო გავაფართოვეთ ეს სერვისები. ანალიზებსა და მკურნალობას, ყველაფერს სრულად ვაფინანსებთ. ჩვენ ასევე შემოვიტანეთ მონიტორინგის სისტემები და სენსორები, რომლებიც მუდმივად ზომავს გლუკოზის დონეს ბავშვებში. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, ამიტომ, რა თქმა უნდა, მიუღებელია დეზინფორმაცია და კრიტიკა, რომელიც ამ დღეების განმავლობაში ვრცელდება“, – აღნიშნა პრემიერმა.