ირაკლი ღარიბაშვილი – 26 პროცენტამდე დავწევთ პენსიონერების საპროცენტო განაკვეთს, მოგახსენებთ, რომ წინა ხელისუფლების დროს ეს იყო 80%, 90%, 100%-ზე მეტი
ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით ჩვენ შევქმენით კომისია, იმუშავეს საკითხზე და შეჯერდნენ, რომ პენსიონერების საპროცენტო განაკვეთი 26%-ს არ ასცდება, 26%-მდე დავწევთ ამ განაკვეთს, რაც კიდევ ერთი შვება იქნება ჩვენი პენსიონერებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წინა ხელისუფლების დროს ეს საპროცენტო განაკვეთი იყო 80%, 90%, 100%-ზე მეტი.
„მინდა, კიდევ ერთ საკითხზე ჩავაბარო ჩვენს მოქალაქეებს ანგარიში: მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ, როცა მე ვიყავი პარლამენტში, ერთ-ერთი ინიციატივა და მომართვა შეეხებოდა პენსიონერების საპროცენტო განაკვეთს, რომელიც საკმაოდ მაღალი იყო, და დღეს ჯერ კიდევ არის მაღალი. თუმცა მოგახსენებთ, რომ წინა ხელისუფლების დროს ეს გახლდათ 80%, 90%, 100%-ზე მეტი. ჩვენ რა თქმა უნდა, მინიმუმამდე დავწიეთ ეს საბანკო პროცენტი, მაგრამ 36% მაინც მაღალია პენსიონერებისთვის. ამიტომ, ბატონ ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით ჩვენ შევქმენით კომისია, იმუშავეს ამ საკითხზე და შეჯერდნენ, რომ აღნიშული 26%-ს არ ასცდება, 26%-მდე დავწევთ ამ განაკვეთს, რაც კიდევ ერთი შვება იქნება ჩვენი პენსიონერებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.