ირაკლი ღარიბაშვილი - ოქტომბერში უნდა გავამყაროთ მონაპოვარი, 8-წლიანი სტაბილურობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას, პრაქტიკულად, 30 წლის განმავლობაში არ გამოუცდია
ირაკლი ღარიბაშვილი - ოქტომბერში უნდა გავამყაროთ მონაპოვარი, 8-წლიანი სტაბილურობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას, პრაქტიკულად, 30 წლის განმავლობაში არ გამოუცდია

2020 წლის ოქტომბერში უნდა გავამყაროთ მონაპოვარი, მშვიდობა უპრეცედენტო, 8-წლიანი სტაბილურობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას პრაქტიკულად 30 წლის განმავლობაში არ გამოუცდია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ლაგოდეხში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენაზე განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის მმართველობა არის ის უიშვიათესი გამონაკლისი, როდესაც ქვეყანაში დამყარდა მშვიდობა, სტაბილურობა და თავისუფლება.

„ყველა მმმართველის პირობებში, ჩვენმა ხალხმა გამოსცადა ომი, ნგრევა, დესტაბილიზაცია, მუდმივი ქაოსი, მუდმივი დაპირისპირება და. ბიძინა ივანიშვილის მმართველობა არის ის უიშვიათესი გამონაკლისი, როდესაც ჩვენს ქვეყანაში დამყარდა მშვიდობა, სტაბილურობა და თავისუფლება. თავისუფლებას გისურვებთ ჩვენო მეგობრებო და გისურვებთ გამარჯვებას. მე ჩვენს კანდიდატს, ბატონ ირაკლის ვუსურვებ გამარჯვებას. ღირსეულ, პატრიოტ კაცს, გამორჩეულ მებრძოლს და მჯერა, რომ ყველა ერთად, ოქტომბრის თვეში კიდევ ერთხელ ვიზეიმებთ საერთო გამარჯვებას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.