ირაკლი ღარიბაშვილი - 2012 წლიდან მოყოლებული ვახორციელებთ სტრატეგიული მოთმინების, გონივრულ და პრაგმატულ პოლიტიკას, რომლის საბოლოო მიზანი არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება
2012 წლიდან მოყოლებული ჩვენ ვახორციელებთ სტრატეგიული მოთმინების, გონივრულ და პრაგმატულ პოლიტიკას, რომლის საბოლოო მიზანი არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, სწორედ გონივრული პოლიტიკა მიიყვანს ქვეყანას გაერთიანებამდე, რაც ყველას მიზანი და ოცნებაა.
„ჩვენ, პატარა ქვეყანა, ასეთი გამოწვევებით, 20 პროცენტი არის ოკუპირებული და რუსის ჯარი გვიდგას აქ, ჯერ კიდევ ასეთი პრობლემები გვაქვს, რაც დაინგრა საბჭოთა კავშირი და მას შემდეგ უამრავი ომი, უბედურება გადავიტანეთ, სამოქალაქო ომები, ომები შიგნით, ხალხმა ვეღარ ამოისუნთქა, ეს არის ერთადერთი მშვიდობიანი პერიოდი მას შემდეგ, რაც ჩვენ აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა.
2012 წლიდან მოყოლებული ჩვენ ვახორციელებთ ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის საჭირო ეროვნულ ინტერესებს და პოლიტიკას. ეს არის სტრატეგიული მოთმინების, გონივრული და პრაგმატული პოლიტიკა, რომლის საბოლოო მიზანი არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ეს პოლიტიკა, სტრატეგიული მოთმინების, გონივრული და პრაგმატული პოლიტიკა მიგვიყვანს ქვეყნის გაერთიანებამდე. ეს არის ჩემი, თქვენი, მჯერა, ყველას მიზანი და ოცნება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.