ირაკლი ღარიბაშვილი 15 დეკემბერს ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდება

19:34, 13.12.2021
Left to right: Irakli Garibashvili (Minister of Defence, Georgia) with NATO Secretary General Jens Stoltenberg

Left to right: Irakli Garibashvili (Minister of Defence, Georgia) with NATO Secretary General Jens Stoltenberg

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 15 დეკემბერს ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება. ინფორმაციას შეხვედრის შესახებ ნატო-ს პრესსსამსახური აქვეყნებს.

მათივე ცნობით, მხარეები შეხვედრის შემდეგ მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი 15 დეკემბრის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტშიც მიიღებს მონაწილეობას.

მსგავსი