ირაკლი ფავლენიშვილი – ყველა კარგად ვხედავთ, რაც მიმდინარეობს საკონსტიტუციოში, მგონი, „ოცნების“ მომხრეებშიც უკმაყოფილებას იწვევს, იმდენად მკაფიოა ჩვენი უპირატესობა და სიმართლე

15:48, 30.10.2026

ყველა კარგად ვხედავთ, რაც მიმდინარეობს საკონსტიტუციოში, ისტორიული სიმართლე გამოჩნდა, — ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, გამოჩნდა ოპოზიციის უპირატესობა.

„მგონი, თვითონ „ოცნების“ მომხრეებშიც უკმაყოფილებას იწვევს, იმდენად მკაფიოა ჩვენი უპირატესობა და სიმართლე. ეს განსაკუთრებით ბოლო კვირის მანძილზე გამოჩნდა და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე იქნება. რაც არ უნდა გულდასაწყვეტი იყოს, ეს ინსტიტუციაც მიიტაცეს, მოსამართლეს აშკარად ეტყობა, კეთილგანწყობა კი არა, ასე ვთქვათ, პოლიტიკური პოზიცია „ოცნების“ სასარგებლოდ“, — აღნიშნა ფავლენიშვილმა.

მსგავსი