ირაკლი ფავლენიშვილი – თვითონ კობახიძე, პაპუაშვილი და სხვები თანამშრომლობდნენ USAID-თან, ვიდრე პოლიტიკაში მოვიდოდნენ, ამიტომ ტრაგიკომიკურია მათი დღევანდელი შეფასებები

12:36, 27.11.2026

თვითონ კობახიძე, პაპუაშვილი და სხვები თანამშრომლობდნენ USAID-თან, ვიდრე პოლიტიკაში მოვიდოდნენ, ამიტომ განსაკუთრებით ტრაგიკომიკურია მათი დღევანდელი შეფასებები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

როგორც ფავლენიშვილმა აღნიშნა, USAID საქართველოში დაკავებული იყო არა პოლიტიკური საქმიანობით, არამედ საგანმანათლებლო, ენერგეტიკული და სხვადასხვა ტიპის პროგრამებით, რომლებიც, ზოგადად, კარგად აისახებოდა ქვეყნის მდგომარეობაზე.

„ამას ამბობდა არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ ხელისუფლებაც წლების მანძილზე. თვითონ კობახიძე, პაპუაშვილი და სხვები თანამშრომლობდნენ USAID-თან, ვიდრე პოლიტიკაში მოვიდოდნენ. ამიტომაც განსაკუთრებით ტრაგიკომიკურია მათი დღევანდელი შეფასებები და განცხადებები. ერთი პრობლემაა – ამერიკის შიგნით ახლა ფიქრობენ, როგორ უნდა დახარჯონ ამერიკელი მოქალაქეების გადახდილი გადასახადები უფრო რაციონალურად და სწორად. მეორეა, როდესაც საქართველოში ეს ხალხი კარგ პროექტებს ახორციელებდა და თურმე ახლა პოლიტიკაში საერთოდ არ იყო ეს ხალხი ჩართული.

საქართველოსთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციები თუ ვინმეს ედგნენ გვერდით, ედგნენ ივანიშვილის „ოცნებას“. ეს ყველამ იცის, შეიძლება, თქვენც იცით, მაგრამ მალავთ. რა თქმა უნდა, ყველას გვახსოვს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილს ედგნენ გვერდით, გვახსოვს ჯორჯ სოროსი, რომელიც ეხუტებოდა ივანიშვილს, ამიტომ, თუ არასამთავრობოებზე საუბრობენ, მაშინ საკუთარ თავთან დაკავშირებითაც უნდა ისაუბრონ, ხომ? რასთან ჰქონდათ საქმე“, – აღნიშნა ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის, თეთრმა სახლმა გაასაჯაროა USAID-ის შიდა დოკუმენტები, სადაც საქართველოს შესახებაც არის საუბარი.

მსგავსი