ირაკლი ფავლენიშვილი - აუცილებლად შეიქმნება კოალიციური მთავრობა, სისტემის დემონტაჟის შემდეგ თუ სურთ, რომ ქართველი ხალხის დაკვეთას უპასუხონ, უნდა ითანამშრომლონ „ნაციონალურ მოძრაობასთან“
ირაკლი ფავლენიშვილი - აუცილებლად შეიქმნება კოალიციური მთავრობა, სისტემის დემონტაჟის შემდეგ თუ სურთ, რომ ქართველი ხალხის დაკვეთას უპასუხონ, უნდა ითანამშრომლონ „ნაციონალურ მოძრაობასთან“

ჩვენ ერთიანობას მუდმივად ვლობირებდით. როდესაც ჩაინიშნება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, „ნაციონალური მოძრაობა“ აიღებს ისეთ შედეგს, რომ ყველას მოუწევს დალაგება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და, მათ შორის, კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე საუბარი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციაში კოორდინაციის პრობლემა არ არის.

„აუცილებლად შეიქმნება კოალიციური მთავრობა, რადგან ეს არის პოლიტიკური მოცემულობა. გასაგებია, რომ ყველა პარტიას აქვს საკუთარი დღის წესრიგი. სამწუხაროდ, ეს ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რომ, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ორიენტირების ნაცვლად, სჯობს, ისევ „ქართულ ოცნებას“ ებრძოლონ. საბოლოო ჯამში, მათაც მოუწევთ პოლიტიკური მოცემულობის აღქმა, გაანალიზება, რომ თუ სურთ, ქართველი ხალხის დაკვეთას უპასუხონ სისტემის დემონტაჟის შემდეგ, უნდა ითანამშრომლონ „ნაციონალურ მოძრაობასთან““, – განაცხადა ფავლენიშვილმა.