ირაკლი ძარიამ ეროვნულ ლიგაში 300 მატჩი ჩაატარა #1TVSPORT
ირაკლი ძარიამ ეროვნულ ლიგაში 300 მატჩი ჩაატარა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის 32-ე ტურში გორის „დილასთან“ შეხვედრამდე „ტორპედოს“ ნახევარმცველს, ირაკლი ძარიას გუნდის ხელმძღვანელობამ სიმბოლურად მაისური გადასცა, რომელზეც ციფრი 300-ია გამოსახული.

საქმე ისაა, რომ ქუთაისელთა გამოცდილმა ნახევარმცველმა ეროვნულ ლიგაში 300 მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით ერთ-ერთი რეკორდსმენია.

„ირაკლი ძარიას ელიგაში 300-ზე მეტი მატჩი დაუგროვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით კლუბის წარმომადგენლებმა მატჩის დაწყებამდე სიმბოლური საჩუქრები გადასცა. კლუბი ულოცავს მას ამ მნიშვნელოვან შედეგს და წარმატებებს უსურვებს“, – წერია „ტორპედოს“ მილოცვაში.

ძარიას საზეიმო განწყობა ტრავმამ გაუფუჭა – შეხვედრის 25-ე წუთზე მეტოქესთან შეჯახების შემდეგ წაიქცა და თანაგუნდელების დახმარებით გაიყვანეს. როგორც შემდეგ გაირკვა, ირაკლის კუნთის ტრავმა აქვს.

ირაკლი ძარია ფოთში იზრდებოდა და პროფესიულ კლუბში პირველი თამაში 15 წლის ასაკში, ფოთის „კოლხეთი-1913-ში“ ჩაატარა და პირველივე სეზონში 30 მატჩში 6 გოლი გაიტანა. ასევე ითამაშა „ზესტაფონში“, „დინამო თბილისში“, გორის „დილაში“, ბოლნისის „სიონში“, ქუთაისის „ტორპედოში“ კი 2020 წლიდანაა. ასევე უთამაშია ალბანულკუკესსა“ და მალტას „ვალეტაში“. 2012–2016 წლებში საქართველოს ნაკრებში იწვევდნენ, რომლის ფორმითაც 9 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა – 2013 წლის 5 ივნისს დანიასთან.