ირაკლი ძარია - დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავა
ირაკლი ძარია - დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავა

„უეფა-ს წილისწყრამ ძალიან გამახარა. ეს ჩვენი ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის დიდი შანსია“ – ასე შეაფასა ირაკლი ძარიამ საქართველოს პირველ არხთან ერთა ლიგის ნახევარფინალური წყვილების წილისყრის შედეგი.

უეფა-ში გამართული კენჭისყრის შედეგად, ერთა ლიგის ფინალს საქართველოსა და ბელორუსის ნახევარფინალური წყვილის გამარჯვებული უმასპინძლებს. „ჯვაროსნების“ ყოფილი ნახევარმცველი და თბილისის „დინამოს“ ექს-კაპიტანი საქართველოს პირველ არხთან იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ნაკრები შანსს გამოიყენებს და 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოხვდება.

„მჯერა, რომ სახლში შესაძლო მეტოქეებიდან ნებისმიერის დამარცხება შეგვიძლია. ჯერ ბელორუსსაც უნდა მოვუგოთ – ეს ძლიერი, ათლეტური გუნდია. კოსოვო და მაკედონიაც ძალიან კარგი ნაკრებებია. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ბელორუსსაც დავამარცხებთ, ფინალსაც მოვიგებთ და ევროპის ჩემპიონატზე გავალთ. უბრალოდ, მათ საკუთარ მოედანზე სავსე ტრიბუნებითა და მაგარი გულშემატკივრებით უნდა მოვუგოთ“ – ამბობს ირაკლი ძარია.

„ჯვაროსნების“ ყოფილი ნახევარმცველი (9 მატჩი, 1 გოლი) და თბილისის „დინამოს“ ყოფილი კაპიტანი ირაკლი ძარია ამჟამად მალტური „ვალეტას“ ღირსებას იცავს.