ირაკლი ჩიქოვანმა ურთისა და აბასთუმნის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა
ირაკლი ჩიქოვანმა ურთისა და აბასთუმნის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა ურთისა და აბასთუმნის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში, სოფლებში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. დასრულებულია ყველა სოფელთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. მათ შორის, სოფელ აბასთუმნის გზა, სადაც გადაადგილების პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებდათ ადგილობრივებს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა აბასთუმანში გამართულ შეხვედრაზე.

აბასთუმანში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ამბულატორიას და იგეგმება სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა.

აბასთუმნის შემდეგ შეხვედრა ურთაშიც გაიმართა.

„აქ წლების განმავლობაში მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში მცხოვრებ ოთხ ოჯახს საცხოვრებელი სახლი აუშენდა. საცხოვრებელი სახლების მშენებლობა ჩვენი მუნიციპალიტეტის ექსკლუზიური პროექტია, რომელმაც მძიმე პირობების მქონე ბევრ ოჯახს შესაძლებლობა მისცა, ახალ სახლებში ეცხოვრა”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

შეხვედრას ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი შენგელია და ზუგდიდის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია დაესწრნენ.