ირაკლი ჩიქოვანმა ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების პირად შემადგენლობას ქვედანაყოფების დაარსების დღე მიულოცა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
საიუბილეო ღონისძიებაზე, რომელიც ბათუმში, მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის სამხედრო ბაზაზე აღინიშნა, რეზერვისტებმა საზეიმოდ დადეს სამხედრო ფიცი.
თავდაცვის მინისტრმა ეროვნული გვარდიის ტერიტორიული თავდაცვის მე-10 და მე-20 ბრიგადის პირად შემადგენლობას ქვედანაყოფების დაარსების დღე, ხოლო რეზერვისტებს – ფიცის დადება მიულოცა.
ირაკლი ჩიქოვანმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ეროვნული გვარდიის ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადები სარეზერვო სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია საქართველოს უსაფრთხოების დაცვის საქმეში.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.