ირაკლი ჩიქოვანმა მოსახლეობას მოუწოდა, დაიცვან შეზღუდვები, რომელიც ძალაში შედის დღეს, 21:00 საათიდან
ირაკლი ჩიქოვანმა მოსახლეობას მოუწოდა, დაიცვან შეზღუდვები, რომელიც ძალაში შედის დღეს, 21:00 საათიდან

ზუსტად ერთ საათში საქართველოში ამოქმედდება ე.წ. კომენდანტის საათი, ეს ნიშნავს იმას, რომ დღეს საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე აკრძალულია გადაადგილება, როგორც ქვეითად ისე სატრანსპორტო საშალეაბებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, შეზღუდვები არ ეხება მხოლოდ სატვირთო მანქანებსა და იმ სუბიექტების სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა საქმიანობაც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, მაგალითად, ისეთი როგორიც არის პოლიცია, სამხედროები, წინასწარ განსაზღვრული სამედიცინო მანქანები და სხვა ამდაგვარი.

„მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო საქართველოს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გამოცხადებული გადაადგილების შეზღუდვა, რომელიც დღეს საღამოს ცხრა საათიდან ანუ ერთ საათში ამოქმედდება და იმოქმედებს დილის 6 საათამდე, ასე იქნება მთელი საგანგებო პერიოდის განმვალობაში. გთხოვთ დაიცვას ეს რეჟიმი, გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმები, რომელიც გულისხმობს ფიზიკურ პირებზე 3 ათასლარიან ჯარიმას, ხოლო იურიდიულზე 15 ათასლარიან ჯარიმას. ჩვენი მოწოდებაა, ყველამ დავიცვთ ის შეზღუდვები, რომელიც ძალაში შედის 21:00 საათიდან“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.