ირაკლი ჩიქოვანი - ზუგდიდში მაღალი აქტივობის პირობებში, გიორგი შენგელია პირველივე ტურში გაიმარჯვებს
ირაკლი ჩიქოვანი - ზუგდიდში მაღალი აქტივობის პირობებში, გიორგი შენგელია პირველივე ტურში გაიმარჯვებს

ზუგდიდში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ზუგდიდში მაღალი აქტივობის პირობებში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია პირველივე ტურში გაიმარჯვებს.

ირაკლი ჩიქოვანი დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე 1000 ლარიანი ჯილდოს თაობაზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინიციატივას გამოეხმაურა.

„ეს პრაქტიკულად სასაცილოა. ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება წარმოუდგენელია. ზუგდიდში გეგა შენგელიას კამპანია არ საჭიროებს ასეთი ხრიკებით და ასეთი მეთოდებით მუშაობას, ჩვენ ვიმარჯვებთ პირველ ტურში და მაღალი აქტივობა ამის უზრუნველმყოფელია. ზუგდიდში დამაჯერებლად ვიმრჯვებთ, ხელს ნუ შეუშლიან საარჩევნო პროცესს, მოზღვავებული რაოდენობაა ე.წ. დამკვირვებლების, რომლებიც ხელოვნურ ბარიერებს ქმნიან უბნებთან მიმართებაში. ვინ არის დაინტერესებული ამ პროცესის დესქტრუციაში? დაინტერესებულია წაგებული მხარე, „ნაციონალური მოძრაობა“. ნებისმიერ სამართალდარღვევაზე მყისიერი რეაგირება იქნება“, – განაცხადა ჩიქოვანმა.