ირაკლი ჩიქოვანი - ვირუსის მასობრივი გავრცელებისა და სისწრაფის შეფერხება, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას საშუალებას აძლევს, მომზადებული იყოს თითოეული მოქალაქის ხარისხიანად მკურნალობისთვის
ირაკლი ჩიქოვანი - ვირუსის მასობრივი გავრცელებისა და სისწრაფის შეფერხება, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას საშუალებას აძლევს, მომზადებული იყოს თითოეული მოქალაქის ხარისხიანად მკურნალობისთვის

საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელების თაობაზე საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გაეგზავნა. ამის შესახებ საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

„საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება და გადაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელების თაობაზე. ხაზს ვუსვამ, 22 მაისის ჩათვლის გაგრძელების თაობაზე. პრეზიდენტის მიერ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების ბრძანების გამოცხადებისთანავე ეს გადაწყვეტილება იქნება ძალაში, რომელსაც შემდგომში პარლამენტის მიიღებს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი თქმით,  ამ საკითხზე დაკავშირებით პოლიტიკურ გუნდში თანხმობა არსებობს.

„ვირუსის მასობრივი გავრცელების და სისწრაფის შეფერხება, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას საშუალებას აძლევს, მომზადებული იყოს თითოეული მოქალაქის ხარისხიანად მკურნალობისთვის და ამ ყველაფერს წარმატებით გაუმკლავდეს. ჩვენი ამოცანაა, ერთდროულად ვიზრუნოთ მოქალაქეების ჯანმრთელობასა და ქვეყნის ეკონომიკაზე, რათა ორივე მიმართულებით ვიყოთ ეფექტიანები და მინიმუმამდე დავიყვანოთ ზიანი, რომელიც ამ გლობალური გამოწვევისგან მიადგა ან მიადგება თითოეულ ჩვენგანს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას“, – ამბობს ჩიქოვანი.