ირაკლი ჩიქოვანი თურქეთის რესპუბლიკის ელჩსა და სამხედრო ატაშეს შეხვდა

18:05, 22.07.2026

საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მუსტაფა თურქერ არის და სამხედრო ატაშეს, პოლკოვნიკ ილჰან ოქტენდურალს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები განიხილეს.

ირაკლი ჩიქოვანმა სამხედრო ატაშეს, პოლკოვნიკ ილჰან ოქტენდურალს, რომელიც საქართველოში საკუთარ მისიას ასრულებს, მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

მსგავსი