ირაკლი ჩიქოვანი - შეზღუდვების მიზანია, მაქსიმალურად შევზღუდოთ მობილობა და ხელი შევუშალოთ კორონავირუსის გავრცელებას
ირაკლი ჩიქოვანი - შეზღუდვების მიზანია, მაქსიმალურად შევზღუდოთ მობილობა და ხელი შევუშალოთ კორონავირუსის გავრცელებას

თავის დროზე იყო დაწესებული შეზღუდვები, ჩვენ თავიდანვე შევზღუდეთ სხვადასხვა ბიზნესსუბიექტის თუ საჯარო სექტორის სუბიექტების ოპერირება, მაგრამ ქალაქში მაინც მაღალი მობილობა იყო, – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.

მისი თქმით, დაწესებული შეზღუდვების მთავარი მიზანია, მაქსიმალურად შემცირდეს მობილობა და ახალი კორონავირუსის გავრცელება.

„ჩვენ თავიდანვე შევზღუდეთ სხვადასხვა მაღაზიის ფუნქციონირება, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და ასევე, აფთიაქებისა, მაგრამ მაინც ვხედავდით, რომ იყო მაღალი მობილობა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები, განსხვავებული ღონისძიებები, მაგრამ ჩვენ ვიმყოფებით ძალიან განსხვავებულ ვითარებაში, რომლის მსგავსიც არც საქართველოში და არც მსოფლიოში არ ყოფილა. მიზანი არის ის, რომ მაქსიმალურად შევზღუდოთ მობილობა და მაქსიმალურად ხელი შევუშალოთ „კოვიდ-19“-ის გავრცელებას“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დატოვე კომენტარი