ირაკლი ჩიქოვანი - საქართველო ჯერ არ იმყოფება პიკის ეტაპზე, თუმცა ეს მოსალოდნელია, შესაბამისად, მაქსიმალურად ქმედითი და ეფექტიანი ღონისძიებები უნდა გავატაროთ
ირაკლი ჩიქოვანი - საქართველო ჯერ არ იმყოფება პიკის ეტაპზე, თუმცა ეს მოსალოდნელია, შესაბამისად, მაქსიმალურად ქმედითი და ეფექტიანი ღონისძიებები უნდა გავატაროთ

საქართველო ჯერ არ იმყოფება პიკის ეტაპზე და ეს ჯერ კიდევ მოსალოდნელია, შესაბამისად, ჩვენ აუცილებლად, მაქსიმალურად, ქმედითი და ეფექტიანი ღონისძიებები უნდა გავატაროთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 411 ფაქტია დაფიქსირებული, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში სამი ახალი ფაქტი დაფიქსირდა.

„დღეს სამწუხაროდ გვაქვს გარდაცვალების კიდევ ახალი ფაქტი და ჯამში გვაქვს ხუთი შემთხვევა. ეს დაბალი ციფრები განპირობებულია ზუსტად იმ პრევენციული ღონისძიებების ეფექტიანობით, რომელიც ჩვენ აქამდე გავატარეთ. კარგად გვესმის, რომ ხშირ შემთხვევაში ეს ციფრები შესაძლებელია, ოპტიმიზმში გადაითარგმნოს, მაგრამ, როგორც ჩვენი ეპიდემიოლოგები, ჩვენი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და ზოგადად პრაქტიკა მიუთითებს, საქართველო ჯერ არ იმყოფება პიკის ეტაპზე და ეს ჯერ კიდევ მოსალოდნელია, შესაბამისად, ჩვენ აუცილებლად, მაქსიმალურად ქმედითი და ეფექტიანი ღონისძიებები უნდა გავატაროთ, რომ მაქსიმალურად მზად შევხვდეთ ამ პიკის ეტაპს და მაქსიმალურად ნაკლები მოქალაქე დასნოვანდეს ამ ახალი ვირუსით“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.