ირაკლი ჩიქოვანი - საპარლამენტო ასამბლეაში თუ ვინმე არ აძლევს მუშაობის საშუალებას ქალბატონ ბოკუჩავას, არის ხატია დეკანოიძე
ირაკლი ჩიქოვანი - საპარლამენტო ასამბლეაში თუ ვინმე არ აძლევს მუშაობის საშუალებას ქალბატონ ბოკუჩავას, არის ხატია დეკანოიძე

მინდა, გამოვეხმაურო დეზინფორმაციას, რომელიც ეხება იმას, თითქოს „ქართული ოცნება“ საშუალებას არ აძლევს „ნაციონალურ მოძრაობას“ მონაწილეობა მიიღოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში, ეს არის აბსოლუტური ტყუილი, –  ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა განმარტა, „თუ ვინმე არ აძლევს მუშაობის საშუალებას ქალბატონ ბოკუჩავას, ეს არის ქალბატონი დეკანოიძე, რადგან ის ართმევს საკუთარ ადგილს დელეგაციაში.

„ნაციონალურ მოძრაობას“ კანონის მიხედვით აქვს დადგენილი კვოტები, მაგრამ ქალბატონი დეკანოიძე არ უთმობს ამ კვოტას ქალბატონ ბოკუჩავას. ამას გარდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს სხვა წარმომადგენელიც, რომელიც არის ბატონი აკაკი მინაშვილი, რომელიც ასევე არ იმყოფებოდა სესიაზე და არც არცერთ სესიაზე ყოფილა. აქედან გამომდინარე, თითქოს საუბარი იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ ვინმეს რამეს უკრძალავს არის აბსოლუტური ტყუილი“, – განაცხდა ჩიქოვანმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გამოეხმაურა ერთ-ერთი ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ირაკლი ჩიქოვანის ხელმძღვანელობით ევროპულ საბჭოში იმყოფება და აღნიშნა, რომ გაუგებარია ის ტყუილი, რაც ზოგიერთმა ტელევიზიის წარმომადგენლებმა მოიგონეს.

„ჩემთვის გაუგებარია ის ტყუილი, რაც მოიგონეს ზოგიერთმა ტელევიზიის წარმომადგენლებმა და ეს ტყუილი რეალურად რამდენიმე საათიანი ტყუილია. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დელეგაციები მონაწილეობენ სხვადასხვა შემადგენლობით. ამ ჯერზე, საპარლამენტო ასამბლეაზე მონაწილეობდა მხოლოდ ქალბატონი ქეთევან თურაზაშვილი, ჩვენი სხვა წევრები იმყოფებოდნენ თბილისში, ზოგიერთი მათგანი იმყოფება პოლონეთში, აკვირდება არჩევნებს, მანამდე იმყოფებოდა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე და შესაბამისად, ეს არის აბსოლუტური ტყუილი“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.