ირაკლი ჩიქოვანი - სამწუხაროა, რომ კასიანოვი აბსოლუტურად გაცდენილია ყველანაირ დიპლომატიურ ჩარჩოებს, საფრთხეებზე საუბარი არის გამოგონილი და უსაფუძვლო
ირაკლი ჩიქოვანი - სამწუხაროა, რომ კასიანოვი აბსოლუტურად გაცდენილია ყველანაირ დიპლომატიურ ჩარჩოებს, საფრთხეებზე საუბარი არის გამოგონილი და უსაფუძვლო

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ჩიქოვანის შეფასებით, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადება არადიპლომატიური იყო.

საუბარია კასიანოვის იმ განცხადებაზე, სადაც ის აღნიშნავს, რომ რუსების საქართველოში შემოსვლის გამო საფრთხის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოდან უკრაინელების ევაკუაცია განხორციელდეს.

ჩიქოვანის თქმით, კასიანოვის განცხადება აბსურდულია.

„სამწუხაროა, რომ ბატონი კასიანოვი აბსოლუტურად გაცდენილია ყველანაირ დიპლომატიურ ჩარჩოებს, ეს მარტივად რომ ვთქვათ. მეორე მხრივ, ეს არის აბსურდული განცხადება. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც კარი გაუღო უკრაინელ ჩვენს მეგობრებს, დებს და ძმებს, დაეღწიათ თავი იმ აგრესიისთვის, რომელსაც რუსეთი აწარმოებს მათ სახელმწიფოში. ისინი თავს ნამდვილად ნორმალურად გრძნობენ. საქართველოს სახელმწიფომაც დაამტკიცა და დაანახა ყველას, რომ საკუთარი რესურსებით, ყველას დახმარების გარეშე გვერდში დაუდგა ამ ადამიანებს. საუბარი საფრთხეებზე არის აბსოლუტურად გამოგონილი და უსაფუძვლო. რაც შეეხება ამ კონკრეტული დიპლომატის განცხადებას, ვთვლი, რომ ეს იყო უკიდურესად არადიპლომატიური განცხადება“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.