ირაკლი ჩიქოვანი - რაც უფრო ზუსტად იქნება დაცული შეზღუდვები, მით უფრო მალე დავბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში
ირაკლი ჩიქოვანი - რაც უფრო ზუსტად იქნება დაცული შეზღუდვები, მით უფრო მალე დავბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში

გვესმის, რომ რთულია შეზღუდვების პირობებში ცხოვრება, მაგრამ ამ პერიოდში რაც უფრო ზუსტად იქნება დაცული შეზღუდვები, მით უფრო მალე დავბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

„ჩვენს მოქალაქეებს გვინდა, ვუთხრათ, რომ რაც უფრო ზედმიწევნით, რაც უფრო ზუსტად აღსრულდება ყველა შეზღუდვა, რაც არის დაწესებული, მით უფრო სწრაფად გაგრძელდება შემსუბუქების გეგმის განხორციელება, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა. შესაბამისად, თითოეული მოქალაქე ამ საკითხს უდიდესი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს. გვესმის, რომ რთულია შეზღუდვების პირობებში ცხოვრება და ჩვენი ყოველდღიურობა იცვლება, მაგრამ ამ პერიოდის განმავლობაში რაც უფრო ზუსტად იქნება დაცული ეს შეზღუდვები, მით უფრო მალე დავბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.