ირაკლი ჩიქოვანი - პოზიტიურ შედეგებს ვფლობთ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, მაგრამ გვაქვს ამბიცია, მოწინავე ვიყოთ მსოფლიოში, ამ ყველაფრის ნაწილი არის გამჭვირვალობა და ღიაობა
ირაკლი ჩიქოვანი - პოზიტიურ შედეგებს ვფლობთ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, მაგრამ გვაქვს ამბიცია, მოწინავე ვიყოთ მსოფლიოში, ამ ყველაფრის ნაწილი არის გამჭვირვალობა და ღიაობა

გვაქვს ამბიცია, შესაძლებლობა, მოწინავე ვიყოთ მსოფლიოში კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, ამ ყველაფრის ნაწილი არის გამჭვირვალობა და ღიაობა, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ჩიქოვანს კითხვა დაუსვეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას ეხებოდა.

„პრემიერ-მინისტრის განცხადებაში განმარტებული იყო მიზეზები, რატომაც გააკეთა ეს განცხადება. ბოლო პერიოდში პოზიტიურ შედეგებს ვფლობთ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, მოწინავე ადგილებზე ვართ როგორც რეგიონში, ასევე აღმოსავლეთ ევროპაში, მაგრამ გვაქვს ამბიცია, შესაძლებლობა, მოწინავე ვიყოთ მსოფლიოში ამ თვალსაზრისით. გამჭვირვალობა და ღიაობა არის ნაწილი ამ ყველაფრის, შესაბამისად, ეს იქნება უზრუნველყოფილი. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, ჩვენს მოქალაქეებს, ბიზნესებს, კერძო სექტორს – ყველას ჰქონდეს მარტივი გარჩევადობის საშუალება სახელმწიფო უწყებების მუშაობასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვართ, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ამ გარემოებებს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.