ირაკლი ჩიქოვანი ორსანტიაში ადგილობრივებს შეხვდა - ამ სოფელმა კარგად იცის ოკუპაციის უმძიმესი ტვირთი
ირაკლი ჩიქოვანი ორსანტიაში ადგილობრივებს შეხვდა - ამ სოფელმა კარგად იცის ოკუპაციის უმძიმესი ტვირთი

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი სოფელ ორსანტიაში ადგილობრივებს შეხვდა.

„დღის ბოლოს, სოფელ ორსანტიაში, ანტიფო ბუკიას ოჯახში ადგილობრივებს შევხვდით. ამ სოფელმა კარგად იცის ოკუპაციის უმძიმესი ტვირთი. ვისაუბრეთ ძალიან ბევრ საკითხზე – შევეხეთ სოფლის მეურნეობას. წელს მოსახლეობას თხილის კარგი მოსავალი აქვს, რაც ეფექტური მუშაობის შედეგია. ფაროსანას წინააღმდეგ ჩატარებულმა სამუშაოებმა, ასოციაციის და ფერმერების ერთობლივმა მუშაობამ შედეგი დადო.

შევთანხმდით, რომ სოფლის მეურნეობა უფრო უნდა განვითარდეს, მოსახლეობაში ინტერესი კენკროვან კულტურებზე დიდია.

ბოლო ორ წელიწადში ზუგდიდში 200 მილიონ ლარამდე მოხმარდა ინფრასტრუქტურის განახლებას. არ დარჩა სოფელი, სადაც ცენტრთან დამაკავშირებელი გზა მოწესრიგებული არ იყოს. ქალაქში კი, წლის ბოლომდე 60 რეაბილიტირებული ქუჩა გვექნება. მიუხედავად ამისა, საჭიროებები და პრობლემები დიდია და მის მოსაგვარებლად მაქსიმალურად მუშაობს როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლება“, – წერს „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ირაკლი ჩიქოვანი.