ირაკლი ჩიქოვანი - ნატო არის კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია და ჩვენც დიდი სურვილი გვაქვს, ვიყოთ ამ კოლექტიური ქოლგის ქვეშ
ირაკლი ჩიქოვანი - ნატო არის კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია და ჩვენც დიდი სურვილი გვაქვს, ვიყოთ ამ კოლექტიური ქოლგის ქვეშ

ნატო არის კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია და დიახ, ჩვენც ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, ვიყოთ ამ კოლექტიური ქოლგის ქვეშ, მაგრამ, სამწუხაროდ, არ ვართ და ეს ართულებს ჩვენს პოზიციას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სახელისუფლებო გუნდს კარგად ესმის, რომ აბსოლუტურად განსხვავებულია ევროკავშირის პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერის ქოლგა.

„ეს კარგად ვიცით და კარგად გვესმის, მაგრამ არ გვაქვს. ზუსტად ამ ორგანიზაციების დაცვის არარსებობის პირობებში გვიწევს მოქმედება და ეს არის გარანტია ჩვენი სახელმწიფოსი, რომ ასე შევძლებთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობის შენარჩუნებას და შევძლებთ, რომ ქვეყანა მოვამზადოთ ამ ორგანიზაციებში წევრობისთვის“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.