ირაკლი ჩიქოვანი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაამტკიცა, რომ არც ერთი მათი დაპირება და ე.წ. პრინციპული პოზიცია არაფრად არ ღირს
ირაკლი ჩიქოვანი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაამტკიცა, რომ არც ერთი მათი დაპირება და ე.წ. პრინციპული პოზიცია არაფრად არ ღირს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაამტკიცა, რომ არც ერთი მათი დაპირება და ე.წ. პრინციპული პოზიცია არაფრად არ ღირს.

როგორც ჟურნალისტებს ჩიქოვანმა განუცხადა, ვინც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს, ვერ გამოიყენებს იმ შედეგებს, რაც არის შეთანხმებით გათვალისწინებული.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნების შემდეგ განვითარებული პოლიტიკური პროცესებისას გაფლანგა ის მხარდაჭერა, რომელიც შეიძლება, საზოგადოების მხრიდან ჰქონდა. ასევე გაფლანგა ნდობა, რომელიც შეიძლება, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ჰქონოდა. უბრალოდ, დაამტკიცა, რომ არც ერთი მათი დაპირება და მათი ე.წ. პრინციპული პოზიცია არაფრად არ ღირს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ ყველაფრით რას მიაღწია არ ვიცი, მაგრამ საბოლოო ჯამში, პარლამენტში აღმოჩნდა“, – განაცხადა ჩიქოვანმა.